GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი | 150 მლ

GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი | 150 მლ

GR-7 ლოსიონი ინტენსიური საშუალებაა თქვენი თმისთვის. მას აქვს შრატის კონცენტრატის ნაზი ტექსტურა და მსუბუქი, გამაგრილებელი სურნელი. GR-7 ლოსიონი შეიძლება, გამოყენებულ იქნას როგორც დაზიანებული და პრობლემური თმისთვის, ასევე პროფილაქტიკური მიზნითაც.

თმის ცვენის კიდევ უფრო ეფექტიანად შეჩერებისთვის რეკომენდებულია მისი გამოყენება GR-7 „თმის მკვებავ კომპლექსთან“ ერთად.

96.00

შეიძინე 2 და მიიღე 5% ფასდაკლება

შეიძინე 4 და მიიღე 10% ფასდაკლება

GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი რეკომენდირებულია გამოიყენოთ სტრესით, ფიზიკური და მექანიკური დაზიანებით, ან სხვა დროებითი ან სეზონური გარე ფაქტორებით გამოწვეული თმის ცვენის პროცესის შესამცირებლად. იგი ასევე გამოიყენება თმის ფიზიოლოგიური ცვენის ციკლის გასახანგრძლივებლად. GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკის მიზნითაც. რეგულარული გამოყენებისას ლოსიონი აძლიერებს თმას, აძლევს მას შესამჩნევად მზარდ მოცულობას და ისეთ ტექსტურას, რომელიც საგრძნობლად ამცირებს თმის ცვენას და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას. მისი ყველა ეს დადებითი ეფექტი გრძელვადიანი და თვალსაჩინოა მთელ თავზე. მისი გამოყენება ხელს უწყობს თმის ღერის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებას.

როგორ მუშაობს GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი?

ლოსიონი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს თმის ფოლიკულების ჟანგბადით მომარაგებას და აუმჯობესებს მათ ჯანმრთელობას. ბუნებრივი ინგრედიენტები აუმჯობესებენ თმის მთლიან მდგომარეობას – ფესვებიდან (თმის ფოლიკულებიდან) თმის წვერამდე.

რისგან შედგება GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი?

GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი დამზადებულია ჰიდროლიზებული ხორბლის ცილებისგან და მცენარეული ექსტრაქტებისგან, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი თვისებები. ეს არის ბუნების ძალის გამოყენების შესანიშნავი მაგალითი თმის ჯანსაღი სტრუქტურის მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად. შედეგად, თმა ხდება სქელი, უფრო მოცულობითი, ბზინვარე და რბილი.

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

თუ გსურთ გაუმკლავდეთ ჭაღარას და თმის ცვენას, გირჩევთ, პირველ რიგში, სრულად დაიბრუნოთ თქვენი თავდაპირველი თმის ფერი GR-7 „არა ჭაღარას“ საშუალებით და პირველი ფაზის შემდგომ მოიხმაროთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი. მას შემდეგ რაც თქვენი ფერი სრულად აღდგება, GR-7 „არა ჭაღარას“ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონით სხვა დღეებში და ყოველი დაბანის შემდეგ.

მოხმარების წესები

როგორ გამოვიყენოთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო შრატი?

დაიტანეთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი თავის დაბანის შემდეგ. უკეთესი ეფექტისთვის გირჩევთ თავი დაიბანოთ GR-7 ბუნებრივი მკვებავი შამპუნით.

შეიზილეთ ლოსიონის მცირე ოდენობა თმასა და სკალპში და თანაბრად გაანაწილეთ მთელ კანზე, ნაზად შეიზილეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, რათა კანმა უკეთ შეიწოვოს.

ლოსიონი არ ჩამოიბანოთ, თმა ჩვეულებრივად გაიმშრალეთ.

შემადგენლობა

წყალი, სპირტის დენატურატი, ეთოქსიდიგლიკოლი, Ppg-26-buteth-26, Peg-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, მენთოლი, პროპილენ-გლიკოლი, Polyquaternium Royalium-6, Echactinrimate Anryzum-6, ეხატერნიუმის ექსტრაქტი, Panicum Miliaceum თესლის ექსტრაქტი, ლიმონის მჟავა, პოლისორბატი 20, ციტრონელოლი, კუმარინი, სუნამო, ეთილჰექსილგლიცერინი, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, Ci 19140, Ci 42051.