ხშირად დასმული კითხვები

თქვენი პასუხგაცემული შეკითხვები

რამდენ ხანში დგება შედეგი?

მკურნალობის პირველი ეფექტი უნდა შამჩნიოთ პირველ 7 დღეში. თქვენი თმის ბუნებრივი ფერის აღდგენა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, როგორებიცაა ჭაღარის რაოდენობა, ცხოვრების წესი, ასაკი და გაჭაღარავების მიზეზი. მთლიანობაში, ბუნებრივი ფერის აღდგენას შესაძლოა დასჭირდეს 14-21 დღე. მაქსიმალური შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ გამოყენების ყველა წესი.

მას შემდეგ, რაც დავიბრუნებ თმის ბუნებრივ ფერს, უნდა გავაგრძელო თუ არა პროდუქტის მოხმარება?

GR-7 "არა ჭაღარას" აღმოფხვრის ბევრ მიზეზს, რის გამოც თმა ხდება ჭაღარა. მას შემდეგ, რაც საწყისი მკურნალობის შედეგად, თქვენი თმა სრულად დაიბრუნებს ბუნებრივ ფერს, შედეგის შესანარჩუნებლად გირჩევთ, რომ პროდუქტი გამოიყენოთ კვირაში ერთი-ორჯერ, რადგან იგივე მიზეზები დროთა განმავლობაში თქვენს თმას ისევ გააჭაღარავებს. მეტი ინფორმაცია მოხმარების შესახებ იხილეთ აქ.

შეღებილ თმაზე თუ იმუშავებს?

თმის საღებავი ქიმიური ნივთიერებაა, რაც უშლის ხელს მკვებავის მუშაობას. იმისათვის, რომ მიიღოთ შედეგი, მკურნალობის დაწყებამდე საღებავის მოხმარება უნდა შეწყვიტოთ და და დაასვენოთ თმა 1 თვე.

რამდენ ხანს მეყოფა ერთი ფლაკონი?

ერთი ფლაკონი 125 მილილიტრიანია, საწყის ფაზაში, დღეში ორჯერ გამოყენებისას, უნდა გეყოთ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, რაც საკმარისია მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მას შემდეგ, რაც ფერი სრულად აღდგება, GR-7 "არა ჭაღარას" წასმა საჭიროა კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ. ამიტომ შედეგის შენარჩუნებისას ერთი ფლაკონი 6 თვეც უნდა გეყოთ და მეტიც.

შემიძლია მისი გამოყენება წვერზე?

წვერის თმის სტურქტურა განსხვავებულია, ამიტომ ის წვერზე ნაკლებ ეფექტს იძლევა, თუმცა ბევრი ჩვენი კლიენტი მას წვერისთვისაც იყენებს და კმაყოფილი არიან შედეგებით. თუ გსურთ მისი გამოყენება წვერზე, გირჩევთ პირველ რიგში გაიაროთ ტესტი, რადგან სახეზე კანი უფრო მგრძნობიარეა.

არის GR-7 "არა ჭაღარას" უსაფრთხო?

დიახ, GR-7 "არა ჭაღარას" მთლიანად დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან. ის არ შეიცავს ქიმიურ ან ხელოვნურ ნივთიერებებს, მავნე ქიმიკატებს, პარაბენებს ან ნავთობპროდუქტებს.

თუ ეს ნამდვილად მუშაობს, რატომ არ მსმენია ამის შესახებ აქამდე?

თქვენ შეიძლება, ადრე არ გსმენიათ ჩვენ შესახებ, რადგან ეს პროდუქტი ახალი და ინოვაციურია, თუმცა ის დიდი სისწრაფით ხდება ცნობილი და პოპულარული- უმთავრესად, კმაყოფილი მომხმარებლების ხარჯზე, რომელთა შორის არის ამერიკელი მეცნიერი, სამუდამო ახალგაზრდობის და უკვდავების ექსპერტი - ბრაიან ჯონსონი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ კონსულტაცია, ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად.

როგორ გავიგო, რომ მასზე ალერგიული არ ვარ?

GR-7 "არა ჭაღარას" არის უსაფრთხო პროდუქტი, მაგრამ, როგორც ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ალერგიული რეაქცია, რის გამოც ჩვენ გირჩევთ მის გამოყენებამდე 24 საათით ადრე ჩაატაროთ ტესტი თქვენს კანის მცირე ზონაზე, რათა თავიდან აიცილოთ პოტენციური გვერდითი მოვლენები.

მსურს მკურნალობის დაწყება, მაგრამ მაინც მინდა დავიბანო თმა ხშირად. როგორ იმოქმედებს ეს ეფექტებზე?

მკურნალობის დროს თმის დაბანა შეანელებს პროცესს. საუკეთესო ეფექტისთვის ჩვენ გირჩევთ არ დაიბანოთ თმა მინიმუმ 3-4 დღე (ერთი კვირა ოპტიმალურია), მას შემდეგ რაც პირველად დაიწყებთ GR-7 "არა ჭაღარას" გამოყენებას. მეტი ინფორმაცია მოხმარების შესახებ იხილეთ აქ.

მკურნალობის დასაწყისში თმა ოდნავ გამიყვითლდა. ცუდი ნიშანია?

სულაც არა, ეს ბუნებრივი პროცესია! მკურნალობის პირველ ეტაპზე თმა თანდათან მუქდება. თავდაპირველად, ის შეიძლება შეიცვალოს „მოყვითალო“ ფერით, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს პროცესის ნაწილია და გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღე.

GR-7 "არა ჭაღარას" ტესტირება მოხდა ცხოველებზე?

არა, GR-7 "არა ჭაღარას" არ არის გამოცდილი ცხოველებზე, ასევე არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტებს.

რა არის GR-7 "არა ჭაღარას" აქტიური ნივთიერება?

აქტიური ნივთიერება არის ტიროზინის ამინომჟავა.

შეიძლება თუ არა GR-7 "არა ჭაღარას" წასმა გაპარსულ თავზე?

შედეგის მისაღებად თქვენი თმა უნდა იყოს მინიმუმ 1 სმ სიგრძის. ეს უზრუნველყოფს პროდუქტის შეღწევას თმის ღერში.

შემიძლია ერთდროულად გამოვიყენო GR-7 "არა ჭაღარას" და GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი?

თუ გსურთ გაუმკლავდეთ ჭაღარას და თმის ცვენას, გირჩევთ, პირველ რიგში, სრულად დაიბრუნოთ თქვენი თავდაპირველი თმის ფერი GR-7 "არა ჭაღარას" საშუალებით და პირველი ფაზის შემდგომ მოიხმაროთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი. მას შემდეგ რაც თქვენი ფერი სრულად აღდგება, GR-7 "არა ჭაღარას" უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონით სხვა დღეებში და ყოველი დაბანის შემდეგ.

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენო GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი?

გთხოვთ გამოიყენოთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი ყოველი დაბანის შემდეგ, კვირაში მინიმუმ ორჯერ ან სამჯერ.

უნდა ჩამოვიბანო თუ არა GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი წასმის შემდეგ?

არა, GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი უნდა წაისვათ თმის დაბანის შემდეგ და დატოვოთ.

შემიძლია თუ არა GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონის გამოყენება მშრალ თმაზე?

GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი საუკეთესოდ მოქმედებს დაბანის შემდეგ, ოდნავ ნესტიან თმაზე.

რამდენად ხშირად უნდა მივიღო GR-7 თმის მკვებავი კომპლექსი?

მიიღეთ ორი კაფსულა დღეში, ჭიქა წყალთან ერთად, ცალ-ცალკე ან ერთიანად.

არის GR-7 თმის მკვებავი კომპლექსი ვეგანური?

დიახ, GR-7 კომპლექსური თმის დამხმარე კაფსულები ვეგანურია.

კვლავ გაქვთ კითხვები?

მოგვწერეთ