GR-7 Professional არის ჭაღარას საწინააღმდეგო რევოლუციური საშუალება. ის აჩერებს გაჭაღარავების პროცესს ბუნებრივი გზით და ჭაღარა თმას უბრუნებს თავის ბუნებრივ ფერს. ინგრედიენტების უნიკალური კომბინაციის წყალობით, GR-7 Professional არის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ჭაღარის მკურნალობისთვის.
დაიბრუნეთ თმის ბუნებრივი ფერი GR-7 Professional-თან ერთად!
შეიძინე 2 და მიიღე 5% ფასდაკლება
შეიძინე 4 და მიიღე 10% ფასდაკლება
GR-7 Professional-ის ინოვაციური ფორმულა თანდათან აღადგენს თმის ბუნებრივ ფერს. ბუნებრივი ინგრედიენტებისა და აქტიური ნივთიერებების კომბინაცია უზრუნველყოფს შესამჩნევ ეფექტს გამოყენების უკვე პირველივე კვირის განმავლობაში, ხოლო ფერის სრული აღდგენისთვის საჭიროა დაახლოებით 21 დღე, რაც დამოკიდებულია თმის ინდივიდუალურ სტრუქტურასა და მდგომარეობაზე. მაქსიმალური შედეგისთვის გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ და მიყვეთ "არა ჭაღარას" მოხმარების შესახებ დეტალურ ინსტრუქციებს ჩვენს ვებგვერდზე. პროდუქტის ეფექტიანი გამოყენება შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. GR-7 Professional არის პროდუქტი, რომელსაც ენდობა ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ბიოანალიტიკურ ტესტებში მსოფლიო ლიდერის – Eurofins Scientific-ის მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტებმა დაამტკიცა GR-7 Professional-ის ეფექტი ჭაღარათმიან მონაწილეთა ჯგუფზე. უფრო დეტალურად დასკვნას გაეცანით აქ. ბოთლის მოცულობა: 125 მლ.
მკურნალობის საწყის ეტაპზე GR-7 „არა ჭაღარას“ უნდა იქნას გამოყენებული მინიმუმ დღეში ერთხელ (უფრო სწრაფი შედეგისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ორჯერ – დილით და საღამოს). ფერის პირველი ცვლილებები ჩვეულებრივ ჩნდება გამოყენების პირველი 7 დღის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე თავიდან აირიდოთ თმის დაბანა ან დატენიანება, რადგან ეს შეანელებს პროგრესს.
თმის ბუნებრივი ფერის სრულად აღდგენას, ჩვეულებრივ, 14-დან 21 დღემდე ესაჭიროება, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ჭაღარას რაოდენობა, გაჭაღარავების დრო, ასაკი და ა.შ.
GR-7-ის ეფექტიანობა დაადასტურა ტესტირების დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ, ბიოანალიტიკური ტესტების მსოფლიო ლიდერმა – Eurofins-მა, ისევე როგორც ათასობით ჩვენმა კლიენტმა 50-ზე მეტ ქვეყანაში. GR-7 ნამდვილად მუშაობს, მაგრამ მაქსიმალური შედეგისთვის მკურნალობისას უნდა იყოთ თანმიმდევრული! გთხოვთ, წაისვით GR-7 ინსტრუქციის მიხედვით, ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი, შეიზილეთ თავის კანში. GR-7 არ იქნება ეფექტიანი, თუ სკალპის ნაცვლად მხოლოდ თმაზე დაიტანთ, რადგან სწორედ სკალპიდან ხდება აქტიური ნივთიერებებით თმის ფოლიკულის გამოკვება.
შესაძლოა ამ წესებმა ოდნავი დისკომფორტი გაგიჩინოთ მოკლე დროით, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს ამად!
ყოველი გამოყენების წინ, კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, რომ შიგთავსი აირიოს. სითხე უნდა შეიზილოთ თავის მშრალ კანში და არა თმაში. არ გაიმშრალოთ თმა და არ დაივარცხნოთ იგი წასმისთანავე.
თმის ბუნებრივ ფერზე დაბრუნება შეიძლება გაგრძელდეს 7-დან 21 დღემდე, ან ოდნავ მეტი, ინდივიდუალური სტრუქტურის, თმის მდგომარეობის, ასაკისა და კანის სისქის მიხედვით. GR-7-ის გამოყენება საჭიროა დღეში მინიმუმ ერთხელ, ან ორჯერ (მაგალითად, დილით და საღამოს). GR-7 უნდა შეიზილოთ/დაიმასაჟოთ სკალპში (არა მხოლოდ თმაზე!) ასევე გირჩევთ არ დაიბანოთ ან დაისველოთ თმა პროდუქტის გამოყენების პირველი 4 დღის განმავლობაში (ოპტიმალურია 1 კვირა). რადგან მკვებავს დაგროვების ეფექტი აქვს და ეს დრო საჭიროა, რომ ნივთიერებამ კარგად შეაღწიოს თმის ფოლიკულებში და დაიწყოს მოქმედება. თმის დაბანა კი, ხელს უწყობს მკვებავის ამორეცხვას თმის ძირებიდან. თუ 4 დღის შემდეგ თავს დაიბანთ, უმჯობესია შემდგომ კიდევ 3-4 დღე არ დაიბანოთ თავი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: საწყის ფაზაში, როდესაც იწყება ჭაღარა თმის ბუნებრივი ფერის აღდგენა, შესაძლოა თავდაპირველად თმამ მიიღოს მოყვითალო ფერი, თუმცა ეს სავსებით ნორმალურია და იმის ნიშანია, რომ პროცესები გააქტიურდა.
თუ მკვებავის გამოყენებას შეწყვეტთ, იმავე მიზეზებით, რა მიზეზებთაც თქვენი თმა თავდაპირველად გაჭაღარავდა, ის თანდათანობით ისევ ჭაღარა მდგომარეობას დაუბრუნდება, ამიტომ, შედეგის შესანარჩუნებალდ საჭიროა მისი პერიოდული გამოყენება. როგორც კი ფერი აღდგება, GR-7 „არა ჭაღარას“ გამოყენება საჭიროა მხოლოდ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ. ასევე რეკომენდებულია არ დაიბანოთ თავი მისი დატანიდან 8 (ოპტიმალურია 12) საათის განმავლობაში. მაგალითად, წაისვით საღამოს და დაიბანეთ თმა დილით.
მკურნალობის მსვლელობისას რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად შეამციროთ ან შეწყვიტოთ: ყავის, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება.
თუ თმას იღებავდით, სანამ პროცედურას დაიწყებთ, დაასვენეთ თმა ქიმიისგან მინიმუმ 1 (უმჯობესია 2) თვის განმავლობაში.
ფლაკონი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
მკურნალობის დროს არ გამოიყენოთ სილიკონიანი შამპუნები.
თუ ატარებთ ოქროს ან ვერცხლის სამკაულებს, ეცადეთ მოარიდოთ სითხეს, რადგან სითხის ხშირი კონტაქტი მათთან იწვევს მათ დალაქავებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თმის მინიმალური რეკომენდებული სიგრძე მკურნალობის დასაწყებად უნდა იყოს 1 სმ.
თუ გსურთ გაუმკლავდეთ როგორც ჭაღარას, ასევე თმის ცვენას, გირჩევთ, პირველ რიგში, სრულად დაიბრუნოთ თქვენი თავდაპირველი თმის ფერი GR-7 „არა ჭაღარას“ საშუალებით და შემდეგომ უკვე დაიწყოთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონის გამოყენება. მას შემდეგ რაც თქვენი ფერი სრულად აღდგება, GR-7 „არა ჭაღარას“ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ GR-7 თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონით სხვადასხვა დღეს და ყოველი დაბანის შემდეგ.
წყალი, იზოპროპილის სპირტი, გლიცერინი, ბიოტინი, ამონიუმის ქლორიდი, ინოზიტოლი, ამონიუმის აცეტატი, პალმიტის მჟავა, პოლისორბატი 20, თიროზინი, ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი, დიდი ოროვანდი, გალმჟავა, გოგირდი, შვიტას ექსტრაქტი, სუნამო